Friday, June 21, 2019

კვლევა წიგნიერების შესახებ


                                      კვლევა წიგნიერების შესახებ                                       
                                                      ლინკი

https://drive.google.com/file/d/1DaVhD1BOLU9egp5Mv4CQNakfgaFUH3DL/view?usp=sharing




Friday, July 10, 2015


ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობ ბევრი საინტერესო და საჭირო რამ ვისწავლეთ. დღეს ვისწავლეთ როგორ მოვახდინოთ დიფერენცირება სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებს შორის.  ვის რა ტიპის დავალება შეიძლება მივცეთ. აგრეთვე განვიხილეთ ფასილიტაციის ფორმები. რა ტიპის დავალება შეიძლება მივაწოდოთ მოსწავლეებს ფასილიტაციის სახით.  დღემ საინტერესოდ ჩაიარა მადლობა ქ-ონ ირინას დაუღალავი შრომისათვის.

Wednesday, July 8, 2015

მე-7 დღეც საინტერესო იყო. ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე. განვიხილეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი.რა კრტიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ შეფასებისას. პროექტები აქამდეც გამიკეთებია, მაგრამ ახლა  თვალნათლივ დავინახე რას ვაკლებდი მას. ვეცდები მომავალში  ტრენინგზე შესწავლილი  საკითხები გამოვიყენო და  უკეთესი პროექტები  გავაკეთო.

Monday, July 6, 2015

მე-6 დღეც ასევე საინტერესო და საქმიანი იყო.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გავაკეთეთ თვითშეფასების ჩეკლისტი. ტრენერი  ქ-ნი ირინა გვეხმარებოდა ყველა საჭირო შემთხვევაში. მადლობა მას.

Friday, July 3, 2015

დღევანდელი დღეც დატვირთული და საინტერესო იყო. შევისწავლეთ როგორ შევიტანოთ სლაიდზე სხვადასხვა აქტივობები. მოვაწყვეთ ჯგუფური სამუშაო. წყვილებში განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები, შევაფასეთ და მივეცით ერთმანეთს რჩევა- დარიგებები.